ჩვენ შესახებ  

     შპს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის აკადემია ჩამოყალიბდა 2019 წელს. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება და კომპანიებისთვის კვალიფიციური, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის და გარემოს დაცვის სფეროში. 

 

         შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სისტემის დანერგვა, სისტემის გაუმჯობესების სტრატეგიის განსაზღვრა და პრაქტიულ ფაზაში გადაყვანა შეუძლებელია პროფესიონალი კადრების გარეშე. ჩვენი ორგანიზაციის განვითარების სწორმა სტრატეგიამ, საშუალება მოგვცა, უმოკლეს ვადაში შემოგვეკრიბა საქართველოს ბაზარზე, სხვადასხვა სექტორში მომუშავე, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული სპეციალისტები და ექსპერტები. 

 

         ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დანერგვასა და მართვაში, რათა თავიდან იქნას აცილებული რისკები, დაცული იყოს დასაქმებული და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოსაყალიბებლად, ჩვენ ორგანიზაციებს ვთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც მოიცავს:

  1. შრომის უსაფრთხოების კუთხით ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის შესწავლას.

  2. გამოვლენილი შეუსაბამობებიდან გამომდინარე, გეგმის შემუშავებას.

  3. შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

  4. ყველა საჭირო სახელმძღვანელო დოკუმენტაციის მომზადებას.

  5. ინსტრუქტაჟების ჩატარების გეგმის ჩამოყალიბებას. 

  6. შრომის უსაფრთხოების კუთხით სავალდებულო ტრენინგების გაგმის გაწერას და ჩატარებას.

  7. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შემუშავებას.

ასევე: საევაკუაციო გეგმების შედგენას, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებას და პირველი დახმარების საშუალებების უზრუნველყოფას და სხვა...

 

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ შეძლებთ:

  1. დააკმაყოფილოთ შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა.

  2. იდენტიფიცირება გაუკეთოთ მართოთ სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეები და რისკები.

  3. პრევენცია გაუკეთოთ სამუშაო სივრცეში დაფიქსირებულ საშიშ შემთხვევებს, უბედურ შემთხვევებს და პროფესიულ დაავადებებს. 

  4. თავიდან აიცილოთ საწარმოო შემთხვევებთან დაკავშირებული პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები. 

  5. დაიცვათ კომპანიის რეპუტაცია და იმიჯი.

  

ტელეფონი: +995 599 708 335       ელ.ფოსტა: info@OSHAcademy.ge

© Copyright 2019 OSH Academy, All rights reserved