კონსულტაცია ორგანიზაციებისთვის  
შპს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის
აკადემიის გუნდი გთავაზობთ კვალიფიციურ კონსულტაციას
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ
საკითხზე. კონსულტაცია შესაძლებელია იყოს სატელეფონო,
წერილობითი (დოკუმენტის გადაცემით), შეხვედრის ფორმატში. 
შრომის უსაფრთხოების ტრენინგები

ტრენინგები არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც

გეხმარებათ დანერგოთ სისტემა და აამაღლოთ შრომის

უსაფრთხოების კულტურა ორგანიზაციაში. 

 

თქვენი საქმიანობის სფეროსა და სპეციფიკის გათვალისწინებით,

ჩვენ შემოგთავაზებთ შესაბამის შრომის უსაფრთხოების ტრენინგებს.

მათ შორის:

  1. შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნები.

  2. რისკების შეფასების წესი და პრაქტიკა.

  3. გფრ და პირველი დახმარება.

  4. ხარაჩოების აწყობის მოთხოვნები, ორგანიზება და პრაქტიკა.

  5. სახანძრო უსაფრთხოება და ევაკუაციის ღონისძიებები.

  6. სიმაღლეზე მუშაობა.

  7. სამშენებლო უსაფრთხოება.

  8. სურსათის უვნებლობა და კვების ობიექტების უსაფრთხოება.

  9. დამტვირთველის უსაფრთხოდ ოპერირება.

  10. შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სექტორში.

  11. ცეცხლმაქრების პრაქტიკული გამოყენება.

  12. სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების ტრენინგი.

  13. სპეც. ტექნიკის უსაფრთხოება.

  14. შეზღუდულ სივრცეში მუშაობა. 

  15. ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოება.

  16. ბიოლოგიური უსაფრთხოება სამუშაო სივრცეში.

  17. საგანგებო სიტუაციების მართვა და ევაკუაციის ღონისძიებები.

  18. სამედიცინო ნარჩენების მართვა.

  19. COVID-19 და სურსათის უვნებლობა, ჰიგიენური ნორმები.

  20. შრომის უსაფრთხოება სასტუმროების სექტორში.

  21. მეჯალამბრის უსაფრთხოდ მუშაობის წესები.

  22. ელექტრო უსაფრთხოების წესები.

  23. გარემოს დაცვა.

  24. ნარჩენების მართვა.

  25. COVID-19-თან დაკავშირებული სწავლებები.

  26. ერგონომიკა

  27. უბედური შემთხვევების მოკვლევა.

  28. გზშ-ს გეგმის საფუძვლები.

  29. სხვა ...

ტრენინგების ჩატარება შესაძლებელია, როგორც ონლაინ,

ასევე დამკვეთის სამუშაო ადგილზე. ტრენინგების წარმატებით

გავლის შემთხვევაში, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

 

ჩვენი შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ინტერაქტიული

ხასიათი საშუალებას მისცემს მსმენელებს, დროის მცირე

მონაკვეთში, შეიძინონ თეორიული ცოდნა და გამოიმუშაონ ის

პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია

მუშაობის პროცესში. 

შრომის უსაფრთხოების სიტემის დანერგვა 

 

 გთავაზობთ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ:

  1. დააკმაყოფილოთ შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა.

  2. ჩამოაყალიბოთ შრომის უსაფრთხოების შიდა კონტროლის სისტემა.

  3. დაიცვათ დასაქმებულების და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

  4. მინიმალური ზიანი მიაყენოთ გარემოს.

  5. იდენტიფიცირება გაუკეთოთ და მართოთ სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეები და რისკები.

  6. პრევენცია გაუკეთოთ სამუშაო სივრცეში დაფიქსირებულ საშიშ შემთხვევებს, უბედურ შემთხვევებს და პროფესიულ დაავადებებს. 

  7. თავიდან აიცილოთ საწარმოო შემთხვევებთან დაკავშირებული პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები. 

  8. თავიდან აიცილოთ მაკონტროლებელი ორგანოს სანქციები.

  9. თავიდან აიცილოთ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა.

  10. დაიცვათ კომპანიის რეპუტაცია და იმიჯი.

სისტემის დანერგვის პროცესში გათვალისწინებულია ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკა, სტუქტურა, დასაქმებულ პირთა კომპეტენცია და პასუხისმგელობა, სამუშაო პირობები, სამუშაო გარემო, ორგანიზაციული კულტურა.  

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შემუშავება 

გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო

დოკუმენტაციის შემუშავებას:

  1. შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა

  2. შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელო 

  3. შრომის უსაფრთხოების კუთხით უფლება-მოვალეობები

  4. თანამდებობრივი ინსტრუქციები

  5. საერთო უსაფრთხოების წესები

  6. რისკების შეფასების დოკუმენტი

  7. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა

  8. შრომის უსაფრთხოების ჟურნალები

  9. ...

სააბონენტო მომსახურება 

სააბონენტო მომსახურება უზრუნველყოფს დანერგილი  სისტემის გამართულად მუშაობას, პერიოდულ შეფასებას და გაუმჯობესებას. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ეფექტურად მართოთ დანერგილი სისტემა, პერიოდულად შეამოქმოთ მისი გამართული მუშაობა და მუდმივად უზრუნველყოთ მისი გაუმჯობესება. 

 
რისკების მართვა

საფრთხეების იდენტიფიცირება, ანალიზი, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა აღნიშნული არის შრომის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი უმთავრესი პროცესი, რომელიც ითვალისწინებს პრევენციული ღონისძიებების ერთობლიობას, რათა დროულად, სწორად და ეფექტურად მოხდეს რისკების მართვა.

შრომის უსაფრთხოების სფეროში ნებისმიერი მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით:

599 708 335 / info@oshacademy.ge 

სერვისები

ტელეფონი: +995 599 708 335       ელ.ფოსტა: info@OSHAcademy.ge

© Copyright 2019 OSH Academy, All rights reserved