ხშირად დასმული კითხვები

 

 

გთავაზობთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვების პასუხებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე.

 

რა ზომის კომპანიას ესაჭიროება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი?

საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ განმარტავს:

"დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია დანიშნოს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

 

 

შემიძლია თუ არა რომ მოვიწვიო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი /ორგანიზაცია?

 

საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ განმარტავს:

"თუ საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის,სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით დამსაქმებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, დამსაქმებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები.

რა არის ყველაზე ხშირად აღმოჩენილი ნაკლოვანებები და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამობები?

ყველაზე ხშირად ვხედავთ, რომ კომპანიებს არააქვთ: დეკლარირებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, სპეციალური თანამდებობრივი ინსტრუქციები, ინსტრუქტაჟების და სხვა სავალდებულო ჟურნალები, არ ხორცლიედება საფრთხის იდენტიფიცირება და რისკის შეფასება, პერსონალს არააქვს ინდივიდუალური დაცვის საშვალებები, არ არსებობს ტრენინგების გეგმა, ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა არ მოწმდება კანონის შესაბამისად და არის გაუმართავი, ევაკუაციის გეგმის შეუსაბამობა არსებულ მოთხოვნებთან, გაუმართავი ცეცხლმაქრები, არ ტარდება სახანძრო ევაკუაციის სავარჯიშოები. არ არის ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა.

 

რა უპირატესობები აქვს ჩვენს შრომის უსაფრთხოების ტრენინგების კურსს?

ტრენინგების ინტერაქტიური ხასიათი განაპირობებს სწავლების პროცესის მოტივაციას, აღძრავს მსმენელებში ცნობისმოყვარეობას, ანიჭებს მათ სიამოვნებას, აძლიერებს ერთმანეთთან ურთიერთობის, გამოცდილების გაზიარების ინტერესს; ხელს უწყობს სპეციალისტის განვითარებას; აადვილებს იმ კომუნიკაციური და ქცევითი ნორმების ფორმირებას, რაც უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს; ინტერაქტიური მეთოდები ეხმარება მსმენელებს, დაინახონ ორგანიზაციული ფაქტორის მომენტები საკუთარი პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და უკეთ ჩასწვდნენ იმ სირთულეებს, რომლებიც თან ახლავს ადამიანთა შორის ურთიერთობის ფსიქიკურ, სოციალურ და ორგანიზაციულ პროცესებს, ხედავს მათ ურთიერთკავშირს და სწავლობს მათ გამოყენებას.

 

 

 

როგორ დავიწყოთ შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა?

შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა არის კომპლექსური პროცესი და მოითხოვს ჯერ ორგანიზაციის სპეციფიკის შესწავლას, შემდეგ სისტემის დანერგვის გეგმის შემუშავებას და დანერგვას. გეგმის შედგენამდე აუცილებელია განვსაზღვროთ ორგანიზაციის ბაზისური, საწყისი  მდგომარეობა რის საფუძველზეც უნდა შემუშავდეს სისტემის დანერგვის გეგმა კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე. დაგვიკავშირდით და ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენ ორგანიზაციაზე მორგებულ შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის გეგმას.