ავტოდამტვირთველის ტრენინგი

 

1. კურსი განკუთვნილია:

* ყველა პირისთვის, რომელიც ახორციელებს ან მომავალში სურს განახორციელოს ავტოდამტვირთველის ოპერირება.

* შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისტებისთვის,

* შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემაში ჩართული ნებისმიერი რგოლის ხელმძღვანელისთვის და თანამშრომლებისთვის,

* კომპანიებში 'დასაქმებულთა წარმომადგენელი'-ს სტატუსის მქონე პირისთვის,

* ნებისმიერი პირისთვის ვისაც აქვს სურვილი შეისწავლოს ავტოდამტვირთველის უსაფრთხოდ ოპერირება.

 

 

 

 

 

 

 

2. კურსის მიზანი:

„ავტოკარის უსაფრთხოდ ოპერირების მეთოდების უნარჩვევების გამომუშავება“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების და საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად ავტოდამტვირთველის სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ავტოდამტვირთველის უსაფრთხოე ოპერირებისთვის.

3. კურსზე დაშვების წინაპირობა:

მსმენელს უნდა ქონდეს მართვის მოწმობა და იყოს არანაკლებ 18 წლის ასაკის.

 

4. სწავლის შედეგები კურსის დასრულებისას:

* აქვს სპეციალური ცოდნა ავტოდამტვირთველის უსაფრთხოდ ოპერირებასთან დაკავშირებით;

* იცნობს არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო ოთხოვნებს;

5. კურსის ხანგრძლივობა:

საერთო დრო 8 საათს

აღნიშნული დრო მოიცავს 4 საათს თეორიას და 4 საათს პრაქტიკას.

კურსის ბოლოს ტარდება სასერტიფიკაციო ტესტი.

6. სასერტიფიკაციო ტესტზე შეფასების სისტემა:

1. სამი სახის დადებითი შეფასება:

    ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

    ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

    ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 70-80%;

2. ორი სახის უარყოფით შეფასება:

    ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 40-70%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს            ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით   

    გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

    ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40%-ზე ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული       

    სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

3. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

4. სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.

7. კურსის აღწერილობა

ოპერატორის ტრენინგის კურსი მოიცავს წერილობითი და პრაქტიკული უნარების შეფასებას ტრენინგის კომპეტენციების შესაფასებლად. ჩვენი ავტოკარის ოპერატორის ტრენინგი დასწრეებს სთავაზობს ყველაზე აქტუალური საკანონმდებლო ინფორმაციას, მათ შორის ახალი სტანდარტული ცვლილების ჩათვლით. მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს ამ კურსის წარმატებით დასრულებისთანავე.

ტრენინგის აღწერილობა:

  • ავტოდამტვირთველის ოპერირებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება

  • უსაფრთხოდ ოპერირების საერთაშორისო სტანდარტები,

  • რეგულაციები და პასუხისმგებლობები,

  • დიზაინი და კლასიფიკაცია,          

  • სტაბილურობის უზრუნველყოფა,

  • წინასაოპერაციო შემოწმება (თეორიული და პრაქტიკული),

  • უსაფრთხო ოპერაციული პროცედურები,

  • საწვავის წყაროები,

  • თეორიის ტესტი და ტესტის განხილვა,

  • პრაქტიკული შეფასება,

  • სერტიფიცირება.

ტელეფონი: +995 599 708 335       ელ.ფოსტა: info@OSHAcademy.ge

© Copyright 2019 OSH Academy, All rights reserved