ტრენინგები

ტრენინგი არის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების და შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების დგაცნობის საუკეთესო საშუალება. სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონით განსაზღვრულია სავალდებულო ტრენინგების ჩამონათვალი და კომპანია ვალდებულია ასევე ჰქონდეს კომპანიის პერსონალის ტრენინგების გეგმა.

 

დასაქმებულთა სწავლების მოთხოვნებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა სადაც მოცემულია ის ძირითადი მიმართულებები და პრევენციული ღონისძიებები რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს.

საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულებისთვის სწავლების (ტრენინგების) დაინსტრუქტაჟის ჩატარება და მათ გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია:

ა) შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი და სხვა ნორმების და უსაფრთხო შრომისპრინციპების შესახებ;

ბ) სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობისგამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების შესახებ;

გ) საგანგებო სიტუაციების, საევაკუაციო ღონისძიებების და მათი განხორციელების შესახებ.

 

დამსაქმებელმა სწავლების (ტრენინგების) ჩატარება უნდა უზრუნველყოს:

ა) დასაქმებულების დაქირავებისას, მათ მიერ სამუშაოს შესრულების დაწყებამდე;

ბ) დასაქმებულთა სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისას/სამუშაოს შეცვლისას;

გ) ახალი ტექნოლოგიური პროცესისა და სამუშაო მეთოდების დანერგვის, ახალი მანქანა-დანადგარების გამოყენების ან/და საწარმოო პროცესის ცვლილების დაწყებამდე;

დ) განმეორებით, თავის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ან საჭიროების მიხედვით.

 

სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი ტარდება სამუშაო საათებში. ტრენინგებისთვის გაცდენილი დღეები საპატიოდ ჩაითვლება და ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ, სამუშაო საათების პროპორციულად. სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი დასაქმებულებს უფასოდ უტარდებათ.

 

საწარმოს სიდიდისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს, დასაქმებულთა წარმომადგენელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს ან/და სამუშაოსივრცეში მყოფ სხვა პირს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შეეხება:

ა) პროფესიულ რისკებსა და მავნე საწარმოო ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო ადგილთან, და დასაქმებულების ჯანმრთელობაზე მათ შესაძლო გავლენას, აგრეთვე მათგან თავის დაცვის მექანიზმებს;

ბ) რისკებს, რომელთა წინაშეც შეიძლება დადგნენ დასაქმებულები, და რისკების შედეგების შეფასებას, მათშორის, დამსაქმებლის მიერ მიღებულ შრომის უსაფრთხოებისა და პრევენციულ ზომებს;

გ) საგანგებო სიტუაციებს, საევაკუაციო გეგმებს და მომეტებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში მისაღებ ზომებს, აგრეთვე იმ ღონისძიებებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ავარიის ან ხანძრის შემთხვევაში;

დ) აკრძალვებს, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოში შესვლასთან, იქ ყოფნასთან და ისეთი სამუშაოს შესრულებასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ე) გარკვეული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აკრძალვებს.

შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის აკადემიის შრომის უსაფრთხოების ტრენინგ პროგრამები შემუშავებულია საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.

ჩვენს მიერ პერსონალის სერტიფიკაციის მიზანია დავადასტუროთ და ვაღიაროთ ინდივიდის კომპეტენტურობა იმ კონკრეტული დავალების და სამუშაოს შესრულებისთვის რომელსაც გადის მსმენელი.

აკადემიაში კურსებს ატარებენ ქართველი და უცხოელი პრაქტიკოსი ექსპერტ-ტრენერები. ტრენინგის მეთოდოლოგია ითვალისწინებს მსმენელის ჩართულობის მაღალ დონეს. ქეისები განიხილება ჯგუფებში ინტერაქტიული დისკუსიების საშუალებით, რაც ეხმარება მონაწილეებს, ორგანიზაციაში დაბრუნებისთანავე, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

ტრენინგები შემუშავებულია სპეციალურად მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნულ შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს შრომის უსაფრთხოების სისტემა. ​შრომის უსაფრთხოების ტრენინგების პროგრამები დაბალანსებულია თეორიული და პრაქტიკული ნაწილით, რაც საშუალებას აძლევს მსმენელს სწრაფად და მარტივად აღიქვას მიღებული ინფორმაცია.
 

გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების ტრენინგების შემდეგი თემატიკის მიხედვით:

ხლემძღვანელი რგოლის წარმომადგენლებისთვის;

1. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის საფუძვლები,

2. რისკების მართვის საფუძვლები,

3. შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებების დაგეგმვა და ორგანიზება,

4. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შემუშავება, 

5. ევაკუაციის ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა, 

6. უბედური შემთხვევების მოკვლევის გეგმის შემუშავება,

7. პროფესიული დაავადებების მოკვლევის და ანგარიშგების გეგმის შემუშავება,

8. უსაფრთხოების კულტურის შეფასება და გაუმჯობესების გეგმის შემუშავება,

9. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის პრევენციული და რეაქტიული ინდიკატორები,

10. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის წარმოების საფუძვლები,

11. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის შემუშავება,

12. ქცევითი უსაფრთხოება და ადამიანური ფაქტორის გავლენა შრომის უსაფრთხოებაზე, 

​13. პერსონალის ტრენინგების პროგრამის მოთხოვნების შემუშავება,

​14. სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა,

15. ავტოტრანსპორტის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა,

16. სპეცტექნიკის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა,

17. პირადი და კოლექტიური დაცვის საშუალებები და მათი მოვლა პატრონობა, 

18. გარემოს დაცვითი მართველის კურსი,

19. ნარჩენების მართვის პაროგრამის შემუშავება და დანერგვა,

​20. ერგონომიკის მნიშნველობა და საფრთხეების იდენტიფიცირება,

21. მიკროკლიმატის და ფიზიკური გაზომვების სპეციალისტის კურსი,

22. სურსათის უვნებლობა და კვებითი ობიექტების უსაფრთხოება.

თანამშრომლისთვის;

  1. „ინდივიდულაური და კოლექტიური დაცვის საშვალებები“

  2. „ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებების კონტროლი“

  3. „ელექტრო მეურნეობის და ელექტრო-ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოება“

  4. „სახანძრო უსაფრთხოება“

  5. "ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებების პრაქტიკული გამოყენება"

  6. „პირველადი დახმარების ტრენინგი“ 

  7. „სიმაღლეზე მუშაობა და დაცემისგან დაცვა“

  8. „შეზღუდულ სივრცეში უსაფრთხო მუშაობა“

  9. „ტექნიკური საშვალებები და მათი ექსპლუატაციის უსაფრთხოება“

  10. „სიმძიმეების ფიზიკური აწევა“ და „კიბის უსაფრთხოდ გამოყენება“

  11. „ხელის პორტატული - მექანიკური და ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენება“

  12. „შედუღების და გრაინდერის გამოყენების უსაფრთხოების წესები“

  13. „შეკუმშული გაზის ცილინდრები“

  14. „აზბესტის უსაფრთხოება“

  15. „ამწე მექქნიზმების უსაფრთხოება“

სტანდარტები;

  • შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტი ISO 45001 სტანდარტის შესაბამისად

  • შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოების ტექნიკა OHSAS 18001 სტანდარტის შესაბამისად

  • გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები ISO 14001 სტანდარტის შესაბამისად 

  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემები ISO 9001 სტანდარტის შესაბამისად

  • მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტი​ ISO 19011 რეკომენდაციების ბაზაზე.


მნიშვნელოვანია, ყველა მენეჯერს და თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს შრომის უსაფრთხოებასთან დაცვასთან დაკავშირებული ცოდნა და შესაბამისად ჰქონდეთ გაწერილი მოვალეობა და პასუხისმგებლობა. ეს ტრენინგები იდეალურია ხელმძღვანელი რგოლისთვის, რაც სამუშაო გარემოში საფრთხის იდენტიფიცირების და რისკების მართვის უნარ-ჩვევებს შემატებს მათ. ტრენინგი წარმოადგენს უსაფრთხოების მართვის სისტემის ეტაპობრივი გაცნობისა და მართვის უნარ-ჩვევების განვითარების პრაქტიკულ საშუალებას.

​რეგისტრაცია

   ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ გვერდის ბოლოში განლაგებული რეგისტრაციის ფორმა თქვენთვის სასურველი კურსის დასახელების მითითებით. რეგისტრაციის შემდეგ დეტალების დასაზუსტებლად თქვენ დაგიკავშირდებათ სასწავლო პროცესის კოორდინატორი.