მოკვლევა

  ინციდენტების მოკვლევითი სამუშაოების წარმოებისას, მიღებული დასკვნების საფუძველზე, მსგავსი ფაქტების განმეორების თავიდან ასაცილებლად, მიიღება პრევენციული ზომები. ეფექტური მოკვლევა მოითხოვს ინფორმაციის მოგროვებას, ანალიზისადმი მეთოდურ და სტრუქტურულ მიდგომას, შესაბამის თეორიულ ცოდნას და პროფესიულ გამოცდილებას.

 შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის ინციდენტების მოკვლევა არის მონიტორინგის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მოკვლევები გვეხმარება, დავინახოთ რეალური სურათი: რა მოხდა, რატომ, რამ არ იმუშავა და რა ზომები უნდა მივიღოთ შემდგომში გასაუმჯობესებლად.

  ინდივიდუალურად და სააბონენტო სერვისის ფარგლებში გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის დარღვევის ინციდენტების ტრენინგსა და მოკვლევის პრაქტიკულ წარმოებას.

     დაგვიკავშირდით და გვაცნობეთ თქვენი საჭიროებების შესახებ.

ტელეფონი: +995 599 708 335       ელ.ფოსტა: info@OSHAcademy.ge

© Copyright 2019 OSH Academy, All rights reserved